logo
ENG



მელია: იმის შიშით რომ კადრები არ გაუვრცელდეთ, მოუწიათ გასაჯაროება

11 ნოე 202115:17
3 წუთის საკითხავი
 
გიორგი ნებიერიძე/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ქართული ოცნება იძულებული გახდა, მიხეილ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანის კადრები გაევრცელებინათ, რადგან იცოდნენ, რომ კადრები მაინც გასაჯაროვდებოდა.

"იმის შიშით, რომ არ გაუვრცელდეს ის კადრები, სადაც აღბეჭდილია მასზე ძალადობა და სტრასბურგის სასამართლომ არ მოსთხოვოს კადრების გასაჯაროება და მიწოდება მათთვის, თუ როგორ იქნა მიხეილ სააკაშვილი, მათივე ენით, შესახლებული, მაგრამ სინამდვილეში ძალადობით შეყვანილი, გადაწყვიტეს მათთვის უმტკივნეულესი დილემა ისე, როგორც გადაწყვიტეს. მოუწიათ გასაჯაროება", - ამბობს მელია.

პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში მიათრევს. 8 ნოემბერს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო იკლინიაში მიჰყავდათ. კადრებიდან იკვეთება, რომ პალატაში შეყვანისას ყოფილი პრეზიდენტი თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირსპირდა

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ კადრების გავრცელების მიზანია, აჩვენონ, თუ როგორ "მიაყენა სააკაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა" თანამშრომლებს და როგორ დააზიანა მან ტექნიკა. კადრებში კი ნათლად ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ძალდატანებით გადაყვანას ეწინააღმდეგება. 


close დახურვა