logo
ENG



მელია: უგულავამ თბილისი მნიშვნელოვნად წინ წასწია, იგივეს გააკეთებს ფოთში

21 აგვ 202118:43
3 წუთის საკითხავი
 
მელია: უგულავამ თბილისი მნიშვნელოვნად წინ წასწია, იგივეს გააკეთებს ფოთში

წელს არ იქნება არჩევნები, სადაც მხოლოდ უნდა დავითვალოთ პროცენტები, ეს ვეღარ იქნება პარტიული ბრძოლა და ვეღარც ის ბრძოლა, სადაც მეტ-ნაკლებად უკეთესი ან უარესი შედეგი უნდა დადოს რომელიმე ცალკე აღებულმა ოპოზიციურმა კანდიდატმა ნებისმიერ ქალაქში, რაიონში თუ სოფელში. ეს არის გადამწყვეტზე გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც ჩვენ „ქართული ოცნება“ უნდა გავუშვათ სახლში და ბიძინა ივანიშვილი დავტოვოთ სახლში. დიახაც, დავტოვოთ სახლში ბიძინა ივანიშვილი, მას ვერ გავუშვებთ სახლში, იმიტომ, რომ ეს ადამიანი კომფორტულად არის სახლში და სახლიდან მართავს სახელმწიფოს, რომელიც აქვს მას მიტაცებული. პარადოქსია? დიახ, რა თქმა უნდა, პარადოქსია, რომელსაც ბევრი ქართველი შეაგუა ამ ოლიგარქმა ადამიანმა, რომ სახლში წამოკოტრიალებული, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, დამცინავად, აბუჩად ამგდებად მართავს მიტაცებულ სახელმწიფოს. როდის უნდა გამოვტაცოთ ეს სახელმწიფო მიმტაცებელს, თუ არა 2 ოქტომბერს.

ბედნიერი ვარ, რომ ფოთში გამოცდილი და მძიმეწონიანი პოლიტიკოსი, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მიიღო განვლილ წლებში, მოწინააღმდეგეც კი ვერ უარყოფს, ივანსვილის კი ვერ უარყოფს, რომ თბილისი მნიშვნელოვნად წინ წასწია და ეჭვი არ მეპარება, რომ იგივეს გააკეთებს გიგი თქვენთან ერთად ფოთში, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. მაგრამ მანამდე რეფერენდუმში უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება.


close დახურვა