logo
ENG



მელია: უმაღლესი ალბათობით უგულავა იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატი

19 აგვ 202117:18
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერობის კანდიდატი და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ გიგი უგულავა, დიდი ალბათობით, ფოთის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი იქნება.

"გიგი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელმაც ბევრი რამ ნახა პოლიტიკურ ცხოვრებაში და, ვფიქრობ, მისი ენერგიისა და გამოცდილების მქონე ადამიანი ვერ იქნება გულხელდაკრეფილი იმ პროცესში, სადაც წყდება სახელმწიფოს ბედი", - ამბობს მელია.

ფოთის მერობის კანდიდატის ოფიციალური წარდგენა 21 აგვისტოს არის დაგეგმილი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა ფოთის მერობის კანდიდატად ბოკუჩავას წარადგენდა, თუმცა ეს არ დადასტურდა.


close დახურვა