logo
ENG



მელია: ყველანი საარჩევნო უბნებზე - იქ, სადაც ისტორიაში მნიშვნელოვანი ფურცელი უნდა დაიწეროს

02 ოქტ 202110:15
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საარჩევნო უბანზე ხმა მისცა, პროცედურის დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. 

მელია ამბობს, რომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქემ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. 

"ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს, ვისაც არ სურს, რომ ოლიგარქიული წესწყობილება გაგრძელდეს, ვისაც არ სურს, რომ ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი იყოს უსამართლობა, ვფიქრობ, ყველა მარტივად გააკეთებს არჩევანს. ვისაც არ გვსურს ვიხილოთ ის სურათი, რაც გუშინ ვიხილეთ - არაგულწრფელი ხელისუფლება, რომელიც ყველა ნაბიჯზე ტყუის და მხოლოდ იმ ადამიანებზე დგას, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა და სიხარულით აცნობა ქვეყანას, რომ მათ მიერ უსამართლოდ დევნილი პრეზიდენტი დააკავეს. ვგულისხმობ გომელაურს, ღარიბაშვილს და ლილუაშვილს.

ყველანი საარჩევნო უბნებზე, ყველანი იქ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფურცელი უნდა დაიწეროს ჩვენი მეშვეობით, ჩვენ უნდა ჩავდოთ წილი ქვეყნის განვითარებაში", - ამბობს მელია.  

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 

ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს. 

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 


close დახურვა