logo
ENG



მელია: ხვალიდან ცესკოში არავინ უნდა შევიდეს და გამოვიდეს, ეს არის გეგმის ერთი ნაწილი

08 ნოე 202020:15
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას თქმით, აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლებენ.

ოპოზიციის გადაწყვეტილებით, ცესკოსთან პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.

დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები რუსთაველზე, პარლამენტთან შეიკრიბნენ. ისინი ცესკოს ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებდნენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ.

ოპოზიციამ ხელისუფლებას დრო 20:00 საათამდე მისცა, რომ ცესკოს თავჯდომარე თამარ ჟვანია გადაეყენებინა და ხელახალი არჩევნები ჩაეტარებინა.


close დახურვა