"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა - ნიკა მელიამ და ხატია დეკანოიძემ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ორმხრივი შეხვედრა გამართეს.
როგორც ენმ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მნიშვნელობა ქვეყნების უსაფრთხოების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის.
მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკრაინის შემდეგ მიმართეს. უკრაინამ განაცხადი მას შემდეგ შეიტანა, რაც 24 თებერვალს რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა.