logo
ENG



მელია დაკავებებზე: ესაა ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთს და ბელარუსს

10 ნოე 202113:06
3 წუთის საკითხავი
 
მელია დაკავებებზე: ესაა ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთს და ბელარუსს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია ოპოზიციის აქციებზე 40-ზე მეტი მოქალაქის დაკავებას ეხმაურება. 

მელიას შეფასებით, ჩანს, რომ ხელისუფლება შეშინებულია და ძალის იმედადაა დარჩენილი.

"დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს! კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაგრად ეშიანით თავისუფლების იდეის და მზად არიან თავის კორუმპირებული ხელისუფლების დასაცავად სრულიად მშვიდობიან აქციებს დაერიონ! აქციების დაწყებამდე 46 ადამიანი დააკავეს- მაგრამ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ათასია. ვაგრძელებთ! მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ", - წერს მელია.

ოპოზიციის მიერ სუს-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციებზე 46 მოქალაქე დააკავეს. აქციები პარალელურად მიმდინარეობდა, პოლიცია მოქალაქეებს ისე აკავებდა, რომ მიზეზს არც კი ეუბნებოდა. 

აქციების დასრულების შემდეგ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მოქალაქეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას. აღსანიშნავია, თუმცა, აქციის მონაწილეებს პიკეტირება არ უცდიათ. 

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.


close დახურვა