ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ერთ ჯგუფს
ფეისბუკზე ორკესტრირებულად ისმის კითხვები - სად არის პარტია, რას აკეთებთ, რას აპირებთ, მოიფიქრეთ მიხეილ სააკაშვილის დახსნის მექანიზმი.
განზრახ მავნებლებთან საუბარს არც ვაპირებ, მინდა მივმართო ჩვენი პარტიის ამომრჩევლების იმ ჯგუფს, რომლებიც დიდ პატივისცემას იმსახურებენ და გულწრფელად არიან შეწუხებულები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით და და უნებლიედ ხდებიან ამ პროცესის მონაწილეები. [...]
მიშას სამკურნალოდ გადასაყვანად ბევრი კეთდება, ოღონდ მისი გათავისუფლების მხოლოდ ერთადერთი მექანიზმი არსებობს - ოლიგარქის ტყვეობიდან უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა და ქვეყანასთან ერთად გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.
სხვა მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს! [...]
არ დავმალავ, არის მცირე ჯგუფი, რომელიც ჩვენს მხარდამჭერად აცხადებს თავს, რეალურად კი ცდილობენ საყრდენის გამოცლას. მათ აქვთ მიუღებლობა ყოველგვარი სიახლის, ახალი ამომრჩევლის, ახალგაზრდების, რომლებიც ამ ბოლო დროს გვიერთდებიან ბრძოლაში. გაშმაგებული ებრძვიან მათ, ყველანაირად ცდილობენ გული აუცრუონ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე. მათი მიზანი მარტივი და ვირეშმაკულია - არაფრის დიდებით არ დაუშვან არც ჩვენი რიგების ზრდა და არც ამომრჩევლის რიცხოვნობის ზრდა, რადგან მათ ზუსტად იციან რომ ამ შემთხვევაში ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია.
პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი!
ჩემთან ბრძოლით და ჩემი თუნდაც დამარცხებით კი, ვერც ქვეყანას დაიხსნით ტყვეობიდან და ვერც მიხეილ სააკაშვილს.
დამიჯერეთ, თუმცა ეს არცაა დაჯერება - არდაჯერების სფერო, ამას გონიერი ადამიანი ისედაც მიხვდება - არავის, არც ერთ თქვენგანს, ბევრი მიზეზის გამო, არ უნდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნა ისე, როგორც მე.
სააკაშვილს სწორედ მრავალმხრივი, დაუღალავი და რუტინული შრომა დაიხსნის პატიმრობიდან და არა, ემოციური შეძახილები, რომელსაც მხოლოდ ემოციებისგან და ბრაზისგან დაცლის ფუნქცია აქვს და სხვა არაფერი მოაქვს.