logo
ENG



მელია კალაძეს: ჩავაბარებ ნარკოტესტს - თუ უნდა, IQ ტესტიც ჩავატაროთ

08 სექ 202122:55
3 წუთის საკითხავი
 
მელია კალაძეს: ჩავაბარებ ნარკოტესტს - თუ უნდა, IQ ტესტიც ჩავატაროთ

თბილისის მერობის კანდიდატი, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია პასუხობს კახა კალაძეს მოწოდებას და ამბობს, რომ თანხმაა ნარკოტესტი ჩააბაროს. ამაზე მელიამ TV პირველის ეთერში ისაუბრა. 

"არ ჩამიბარებია, თუ რა? კალაძეს ვეტყვი - ჩავაბარებ ნარკოტესტს. მთავარი ტესტი მისთვის უნდა იყოს დემოკრატიის ტესტი. თუ უნდა ინტელექტუალური კოეფიციენტის ტესტიც ჩავატაროთ, ე.წ.IQ ტესტი", - ამბობს მელია.

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ანალიზი ჩააბარა. როგორც კალაძემ თქვა, ანალიზის პასუხების მიხედვით "სუფთაა" და ტესტის ჩატარებისკენ მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.


close დახურვა