logo
ENG



მელიას ადვოკატებმა საქალაქოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს

24 თებ 202112:29
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას ადვოკატებმა თბილისის საქალაქოს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ.

"მოლოდინი, რა თქმა უნდა, დიდი არ გვაქვს, ვინაიდან, ისევე, როგორც ნიკა მელიას დაპატიმრება, მისი გათავისუფლებაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და დამოკიდებულია არა სასამართლოზე, არამედ ქართული ოცნების ხელმძღვანელობაზე", - თქვა ადვოკატმა.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა მელიას დასაკავებლად პოლიცია გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში მივიდა, თუმცა ამ საკითხზე გუნდთან უთანხმოების გამო გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ოპერაცია "დროებით" გადადო. გახარიას გადადგომის შემდეგ ოცნებამ პოსტზე ღარიბაშვილი წარადგინა, დამტკიცებიდან მალევე სპეცრაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და მელია ძალის გამოყენებით დააკავა. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას კი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.


close დახურვა