მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, რუსი ოკუპანტები 3 დღეა ხალხს ქალაქიდან არ უშვებენ.
"რაშისტებმა ტერორის ახალი რაუნდი დაიწყეს - არ უშვებენ მოსახლეობას, რომელთაც ქალაქიდან გასვლა სურთ, იძულებით "საახალწლო არდადეგებზე". 15 დეკემბრიდან, ბოლო 3 დღის განმავლობაში, ოკუპაციისგან არც ერთი ადამიანი არ გათავისუფლდა", - თქვა მელიტოპოლის მერმა.
ფედოროვის თქმით, ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ 174 ადამიანი გაათავისუფლეს 4 რეგიონის - ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკისა და ლუჰანსკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
"ადრე შესაძლებელი იყო ოკუპაციისგან თავის დაღწევა დონეცკის რეგიონის ან ყირიმის გავლით, საქართველოს, ესტონეთისა და ლატვიის მიმართულებით, მაგრამ ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც რუსეთისა და ევროპის ქვეყნების საზღვარზე ოკუპანტები უკრაინელებს მანქანებს უკან აბრუნებინებენ", - განაცხადა ფედოროვმა.
მელიტოპოლის მერის თქმით, რუს ოკუპანტებს მძევლად ჰყავთ ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რადგან მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის ეშინიათ.