logo
ENG



მელიტოპოლის მერი: რუსები ზაპოროჟიეს ოლქიდან ჯერჯერობით უკან არ იხევენ

02 დეკ 202218:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/02/3iuwm1txq5pejvv.png

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, რუსები ზაპოროჟიეს ოლქიდან ჯერჯერობით უკან არ იხევენ.

"დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია, რომ ისინი [რუსები] რომელიმე დასახლებული პუნქტიდან, ამ შემთხვევაში, ზაპოროჟიეს ოლქიდან წავიდნენ.

მელიტოპოლში რუსების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება. რამდენიმე საათის წინ ქალაქი მელიტოპოლი რუსებმა მთლიანად გადაკეტეს. ქალაქის ზოგიერთი რაიონის ცენტრალურ ქუჩაზე რამდენიმე საგუშაგო მოათავსეს", - თქვა მელიტოპოლის მერმა.

ფედოროვის თქმით, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი მელიტოპოლი უკვე დაბლოკილია, რის გამოც ქალაქში შესვლა და გასვლა შეუძლებელია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ხუთშაბათს რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის სოფელ ბოტიევოს დაპყრობა დაიწყეს.


close დახურვა