მელიტოპოლის მერის ივან ფედოროვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა HIMARS-ის რაკეტებით, რუსული ჯარების დისლოკაციის პუნქტებზე დარტყმა განახორციელეს.
მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, განადგურდა 100-ზე მეტი ჯარისკაცი და მნიშვნელოვანი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა.
"100-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც დროებით ყაზარმებში იმყოფებოდა, "კობზონის კონცერტის ბილეთები მიიღო" და მათი მშობლები უკვე არჩევენ "ლადას" მანქანის მოდელსა და ფერს", - აცხადებს ფედოროვი.