მეორე დღეა ურეკში მაშველები ახალგაზრდა კაცს ეძებენ.
შეტყობინება, რომ ზღვაზე ორ კაცს დახმარება სჭირდებოდა, სამაშველო სამსახურმა 15 აგვისტოს მიიღო.
მაშველებმა ერთის გამოყვანა შეძლეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა. ზღვაში მიმდინარე საძიებო სამუშაოებში 17 მაშველი და მყვინთავი მონაწილეობს. ძიების პროცესში ჩართულია მცურავი საშუალებებიც.