„განცდა მაქვს, რომ მეორე მოსმენისთვის რაღაც უნდა მოხდეს", - ასე აფასებს ლევან კობერიძე საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას.
დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, მას არ აქვს ნდობა სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ და ეჭვობს, რომ მეორე მოსმენა უფრო პრობლემური იქნება, ვიდრე პირველი.
„ეს ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პირობა შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული დღეს, გარანტია და ნდობა არ გამაჩნია „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. მინდა გითხრათ, რომ მეორე მოსმენის დროს მეტი რისკები გვექნება", - ამბობს ლევან კობერიძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.