შეიქმნება თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია - "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით პროექტი კანონმდებლებს დღეს წარედგინებათ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატი საკმარისი იქნება.
„ჩვენ მეორედ ვეცდებით, რომ პარლამენტში შეიქმნას მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია, ამისთვის საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ 50 დეპუტატი და იმედია 15-20-მდე დეპუტატი მაინც აღმოჩნდება "ქართული ოცნების" რიგებში, ვისაც სურს, რომ თემირლანი მაჩალიკაშვილის ოჯახს, მეგობრებს და ზოგადად მთელს ქვეყანას გასცეს პასუხები კითხვებზე,”-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა კომისიის შექმნის საკითხი 6 თვის წინ უკვე ჩააგდო. კომისიამ 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის ფაქტი უნდა შეისწავლოს, კერძოდ ვინ ან რის საფუძველზე გასცა მაჩალიჯკაშვილის ლიკვიდაციის ბრძანება.