"მმართველი გუნდი ძალიან მალე აღადგენს იმ წესრიგს და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება", - თქვა პრემიერად მეორედ მოსულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი წარდგენისას და "ოცნებისეული" წესრიგისა და წონასწორობის აღდგენის სიომ მისი პრემიერად დამტკიცებიდან მალევე დაბერა. კონსტიტუციაც იყო ნახსენები ღარიბაშვილის ამ ფრაზაში, კონსტიტუცია, რომელიც თავად ოცნებამ დიდი ზარზეიმით შეცვალა და მას შემდეგ ყოველ ჯერზე თითო ფურცელს ხევს, საბოლოოდ კი ღარიბაშვილს ნერვებმა 5 ივლისს უმტყუნა და ქვეყნის მთავარი კანონი და ევროკავშირის დროშა, ქვეყნის მთავარ გამზირზე, ერთდროულად დაიხია თავზე.
მეორედ მოსვლის წლისთავი - დროება
20 თებ 202220:25
3 წუთის საკითხავი