logo
ENG



მერაბიშვილი საკუთარ სახლში ევროპული საქართველოს წევრებს ხვდება

20 თებ 202012:11
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი უკვე სახლშია. თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, მან საპატიმრო რამდენიმე საათის წინ დატოვა.

ამ დროისთვის მასთან „ევროპული საქართველოს“ წევრები გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, აკაკი ბობოხიძე და გოკა გაბაშვილი იმყოფებიან. მერაბიშვილთან ასევე მისი ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, შოთა უტიაშვილი მივიდნენ.

„7 წელია არ მინახია, ახლო მეგობარი და მინდა ვნახო, მივულოცო. პოლიტიკაზე საუბრის დროც გვექნება. ყველამ ვიცოდით, 2012 წელს თუ ივანიშვილი მოვიდოდა ეს ამბავი მოხდებოდა და მოხდა. მოულოდნელი არაფერი არ იყო“, - განაცხადა უტიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილმა დღეს ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ მედიასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. კითხვაზე, თუ რომელ პარტიასთან ერთად განაგრძობს ბრძოლას, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ყოფილ თანაგუნდელებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. 


close დახურვა