logo
ENG



მერი: სლავიანსკში რუსებმა კასეტური ბომბები გამოიყენეს, დაიღუპა 4 ადამიანი

02 ივლ 202211:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/02/xngnhxc3de0x7r9.jpg

მერის ინფორმაციით, სლავიანსკში რუსებმა კასეტური ბომბები ჩამოაგდეს, დაღუპულია ოთხი ადამიანი. ვადიმ ლიახის განცხადებით, კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა.

"გუშინდელი საღამო მძიმე აღმოჩნდა. დარტყმის ქვეშ მოყვა ლიმანის მიკრორაიონი. მშვიდობიანი სექტორი, სადაც სამხედრო ობიექტები არაა", - წერს ლიახი.

მერი ამბობს, რომ ქალაქი კასეტური ბომბებით დაბომბეს.

"ისინი თავს ზემოთ იშლება, როგორც ფეიერვერკი, მაგრამ სილამაზის ნაცვლად სიკვდილი მოაქვთ. ასეთ ჭურვებს არ მოაქვთ მასშტაბური ზიანი შენობებისთვის, მაგრამ ძალიან საშიშია ადამიანებისთვის", - დაამატა მან.


close დახურვა