logo
ENG



მერი: ყოველი მესამე დაღუპული კიევის ოლქში ბუჩადანაა

23 აპრ 202212:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/23/deqlmo71nsejl5r.jpg

ბუჩას მერი, ანატოლი ფედორუკი ამბობს, რომ ქალაქში რუსი ოკუპანტებისგან მოკლულთან ცხედრების შეგროვება და ექსჰუმაცია სრულდება. მისივე თქმით, ბუჩაში 412 მოქალაქეა დაღუპული, რაც იმას ნიშნავს, რომ კიევის ოლქში ყოველი მესამე დაღუპული ბუჩადანაა.

"ჯერ კიდევ ვითვლით დაჭრილებს. ცალკე საქმედ არის გამოყოფილი მასიური საფლავი ხმელინცკის ქუჩაზე, ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესიასთან, სადაც ჯამში 117 ცხედარი იყო, მათგან 30 ქალი და 2 ბავშვი", - ამბობს ქალაქი მერი.

ფედორუკის თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა თითოეული დაღუპულის იდენტიფიკაცია.


close დახურვა