logo
ENG



მერია: 13-14 აგვისტოს მეტროსადგურ დიდუბიდან სადგურის მოედნამდე მგზავრთა მომსახურება შეჩერდება

12 აგვ 202216:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/12/oy9nb0pfiuz6qrg.jpg

თბილისის მერიის განცხადებით, მეტროსადგურ "გოცირიძის" მგზავრთა მოსაცდელ ბაქანზე რკინა-ბეტონის მოწყობის სამუშაოები იწყება, რის გამოც, 13 და 14 აგვისტოს თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები იმოძრავებენ ზონალურად.

მგზავრთა მომსახურება შეჩერდება მეტროსადგურ "დიდუბიდან" "სადგურის მოედნამდე". მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" "დიდუბემდე" და "სადგურის მოედნიდან" "ვარკეთილამდე" . თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.


close დახურვა