logo
ENG



მერია: დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება

18 ოქტ 202018:14
3 წუთის საკითხავი
clock 2086
მერია: დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 18 ოქტომბერს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება.

მათი ცნობით, ანძის განათების თხოვნით მერიას აზერბაიჯანის საელჩომ მიმართა.

"დედაქალაქის მერია ტრადიციულად, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების დამოუკიდებლობის დღეების და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად, თბილისის ანძას მათი სახელმწიფო დროშების ფერებში ანათებს.

წელსაც ანძა განათდა ბრაზილიის, თურქმენეთის, სან-მარინოს, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ლიბიის, ინგლისის, სომხეთის, აშშ-ის და გერმანიის დროშების ფერებში", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


close დახურვა