logo
ENG



მერია: დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა

06 აგვ 202116:44
3 წუთის საკითხავი
 
მერია: დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა

თბილისის მერიის განცხადებით, თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მერიისა და კომპანიის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების მოთხოვნებს გაეცნენ. 

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ მოთხოვნათა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმების და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები. ასევე, გასული წლის დეკემბრიდან მოხდა თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილია სესხი ახალი სპეცტექნიკის შეძენის მიზნით და რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი ახლო მომავალში გამოცხადდება", - აღნიშნავენ მერიაში. 

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ კომპანიაში უამრავი პრობლემაა, თუმცა, მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის მატებაა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მძიმე პირობებში მუშაობენ - ავტომობილები მოუწესრიგებელი და გაუმართავია, ასევე კომპანია არ უზრუნველყოფს მათ სეზონური უნიფორმებით და ზაფხულშიც ზამთრის ფორმებით უწევთ მუშაობა.


close დახურვა