თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ვარკეთილში, ერთ-ერთ კორპუსზე შესრულებული გოგოს პორტრეტი კორპუსის ყველა მცხოვრებთან იყო შეთანხმებული.
როგორც ფორმულას მერიაში განუცხადეს, კორპუსი საერთაშორისო ფესტივალი TBILISI MURAL FEST-ის ფარგლებში მოიხატა და პორტრეტის შექმნაში მონაწილეობა უცხოელმა არტისტებმაც მიიღეს.
ნახატი ვარკეთილის ერთ-ერთ კორპუსზე რამდენიმე დღის წინ გაჩნდა.