logo
ENG



მერია: მარშალ გელოვანის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია

29 აპრ 202212:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/29/7r56l4oixpx6rfv.jpg

თბილისის მერიის ცნობით, მარშალ გელოვანის გამზირზე, სადაც კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყლის მილი დაზიანდა, ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

"დაზიანების გამო, სატრანსპორტო საშუალებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ცალმხრივად მოძრაობდნენ. შეზღუდვა მოიხსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვისაც და ისინი მგზავრთა გადაყვანას შეუფერხებლად, დადგენილი სქემით შეძლებენ"- ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში მარშალ გელოვანის გამზირი დაიტბორა.

წყლის დიდი ნაკადი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობის ეზოდან გამოდის. სამინისტროს ეზო კი, სავარაუდოდ, ვაშლიჯვარში მდებარე კვლევითი ცენტრიდან წამოსული ნიაღვრით იტბორება. 

GWP-ის ინფორმაციით, წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.


close დახურვა