logo
ENG



მერია აქციის მონაწილეებს: უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ახვიდეთ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე

08 დეკ 202423:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/08/1w01mojv7k5sjsy.png

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ავიდნენ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე.

მერიის ცნობით, პარლამენტის მიმდებარედ ნაძვის ხის კონსტრუქციის მონტაჟი დაასრულებული არ არის და უსაფრთხო არაა.

"მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ აღნიშნულ კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დაიწყო და სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა