თბილისის მერიამ ვეღარ მოითმინა და თბილსერვისში დასაქმებული ადამიანი სამსახურიდან გაუშვა. ეს არჩევნების წინ ხელისუფლების მხრიდან საჯარო მოსამსახურეებისთვის თითის დაქნევად და გააფრთხილებად აღიქმება, რომ პროტესტი ისჯება.
ირაკლი ბაღდავაძე ერთ-ერთი გაფიცული იყო, რომელიც მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა და კორუფციის შესახებ სატელევიზიო ეთერშიც ვრცლად ილაპარაკა. ბაღდავაძეს ჯერ სხვა თანამშრომლები დაუპირისპირეს, შემდეგ კი სამსახურიდან გაუშვეს. მილიონერი მერი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის წინააღმდეგაა, რომლის ხელფასი სულ რამდენიმე ასეული ლარია.