logo
ENG



მერიის ცნობით, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა

14 მარ 202409:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/14/gwodt17117wrn9f.png
ფოტო: თბილისის მერია

სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში 93 ოჯახი ცხოვრობს. დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს.

"მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო. კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, თუ კორპუსის გამაგრებამდე დროებით ქირით გადაიყვანენ", - წერია მერიის განცხადებაში.

***

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

 

 


close დახურვა