logo
ENG



მერკელმა და მაკრონმა ზელენსკისთან და პუტინთან უკრაინის საკითხი განიხილეს

12 ოქტ 202110:48
3 წუთის საკითხავი
 
მერკელმა და მაკრონმა ზელენსკისთან და პუტინთან უკრაინის საკითხი განიხილეს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ორშაბათს ტელეფონით ესაუბრნენ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს. ორ ცალკეულ საუბარში მათ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტი განიხილეს.

მერკელი და მაკრონი თავდაპირველად ესაუბრნენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მათ მინსკის შეთანხმების განხორციელება განიხილეს. მოგვიანებით ორმა ევროპელმა ლიდერმა პრეზიდენტ პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესისკენ მოუწოდა.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, ოთხივე მხარე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შეთანხმდა.


close დახურვა