logo
ENG



მერცი: ვეთანხმები ორ კვირიან ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც გუშინ ღამით შეთანხმდა

08 აპრ 202610:52
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/08/tz89j22h47tsoma.jpeg

მე ვეთანხმები ორ კვირიან ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც გუშინ ღამით შეთანხმდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის.

ჩვენ მადლობას ვუხდით პაკისტანს მისი შუამავლობისთვის.

ახლა მიზანია ომის მდგრადი დასრულების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება. ჩვენ ამ საკითხზე ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ.

აშშ-ირანის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები მიიტანეს. თეირანმა საპასუხოდ გლობალური მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც მსოფლიო ენერგობაზარზე კრიზისი და ნავთობის ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია.

მარტის განმავლობაში აშშ-მა ოპერაცია „Epic Fury-ს“ ფარგლებში ირანის სამხედრო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა დაბომბა, რასაც ირანის მხრიდან ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგოობიექტებზე სარაკეტო კონტრდარტყმები მოჰყვა. კრიზისმა პიკს აპრილის დასაწყისში მიაღწია, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს სრუტის გახსნისთვის ულტიმატუმი წაუყენა. ვითარება პაკისტანის აქტიური შუამავლობით გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად განიმუხტა, რასაც ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოჰყვა.

 


close დახურვა