მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი. მესამე პრეზიდენტთან ამ დრომდე არ უშვებენ პირად ექიმს. ადვოკატები ამ და სხვა დარღვეული უფლების გამო პროკურატურას მიმართავენ და სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას მოითხოვენ.
სახალხო დამცველის სამედიცინო ჯგუფის შეფასებას ელოდება ევროკავშირის ელჩიც. თავის მხრივ დიპლომატიური მისია აკვირდება სამ ძირითად საკითხს - მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პატიმრის მიმართ მოპყრობასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ბევრ კითხვას იწვევს და ეს აღარ უნდა განმეორდეს - ამბობს ელჩი სააკაშვილის კადრებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.