logo
ENG



მესამე სექტორი ყალბ ანგარიშებზე: აქ იკვეთება კავშირი ხელისუფლებასთან

06 მაი 202012:01
3 წუთის საკითხავი
 

"საქართველოს ატლანტიკური საბჭო" ფეიბუქის მიერ ყალბი ანგარიშების გაუქმების ფაქტს ეხმაურება. როგორც ორგანიზაციის მკველვარი აღნიშნავს, ამ გვერდების კავშირი ხელისუფლებასთან აშკარად იკეთება, რადგან კომპანიის  დამფუძნებელი, რომელიც აღნიშნულ გვერდებს მართავდა, კოკა ყანდიაშილია. ეს უკანასკნელი კი მჭიდრო კავშირშია "ქართულ ოცნებასთან" 

"ეს გვერდები იყო დაკავშირბეული "ესპერსონასთან", რაც მედიაპლატფორმად ფუნქციონირებს და ადამიანებიც შესაბამისად ეცნობიან მას. მის დამფუძნებელს კავშირები აქვს ხელისუფლებასთან, მანამდე თანამდებობის პირიც იყო და ახლაც კონსულტანტია. აქ იკვეთება კავშირი ხელისუფლებასთან და ესაა სამწუხარო ფაქტი, რადგან ხდება ადამიანებზე ზეგავლენა გასართობი კონტენტითა და ფუჭი გვერდებით. სამწუხაროა ეს ფაქტი, რადგან ამ გვერდის მომხმარებელი ათასობით ადამიანი იყო",-აღნიშნავს ეთო ბუზიაშვილი. 

უფრო ზუსტად ფეისბუქბა გააუქმა კოკა ყანდაიაშვილის მიერ მართული ყალბი გვერდები და ასევე გაუქმებულია ის ყალბი გვერდებიც, რაც "ნაციოანლურ მოძრაობას" უკავშირდება. როგორც ირკვევა პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გააქტიურდა ის არაავთენტური გვერდები, რაც დაკავშირებულია სამედიცინო მიმართულებით. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს მასშტაბით გაუქმებული გვერდებით საქართველო მოწინავე რიგებშია და ლიდერობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფეისბუქმა გააუქმა "სპუტნიკთან" დაკავშირებული ისეთი გვერდიც, რომელიც საქართველოში რუსულ პროპაგანდის ხელშეწყობით იყო დაკავებული. აღნიშნულის შესახებ თავის დროზე "ფესბუქს" ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნები" მიმართა.

"გვქონდა ფეიქბუთან ქოლი და დაგვიდასტურეს ინფორმაცია, რომ "სპუტნიკთან" დააკვშირებული ანგარიშებიც გაუქმებულია. საუბარია რუსეთის ფედერაციისი მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას. ისინი ცდილობდნენ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების პოლარიზაციასა და ანტიდასავული პროპაგანდის გავრცელებას. აქ არიან ჩართულნი ქვეყნის შიგნით მოქმედი აქტორების მხრიდან, ხელისუფლების და ოპოზოციის მხრიდანაც. თუმცა, სახელისუფლებლო აქტორები 5-ჯერ მეტნი იყვნენ ოპოზიციასთან შედარებით",-აცხადებს მიხეილ ბენიძე.

შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელში უკვე გაუქმებულია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული 800-მდე ყალბი ანგარიში, რომლის უკანაც  ფეისბუქის გუნდის ინფორმაციით კოკა ყანდიაშვილი იდგა. 


close დახურვა