ფეისბუქის მიერ ყალბი ანგარიშების გაუქმებას მესამე სექტორში აფასებენ. არასამტავრობოები აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო უწყებები პირველ რიგში კონკრეტული მედიასააგენტოს დაფინანსების საკითხით უნდა დაინტერესდნენ. აღსანიშნავია, რომ ცრუ გვერდების გამოაშკარავებას აქარტული არასამთავრობო სექტორიც ცდილობს და მათ შორისაა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება".
"ფეისბუქმა" გამოაქვეყნა ანგარიში აპრილის თვეში ჩატარებულ ოპერაციაზე და როგორც ხედავთ, ერთ-ერთი მასშტაბური ამ მხრივ აღმოჩნდა ქართული ქსელები. 790 გვერდი გაუქმდა, რაც დაკაშირებულია ესპერსონასთან და აღნიშნული უკავშირდება კოკა ყანდიაშვილს. მათთან კავშირში იყო ასევე ის ცრუ მედიები და გევრდები, რომელიც ჩვენ გამოვავლინდეთ და რომელთა შესახებ ჩვენ გასულ კვირას ვსაუბრობდით",-აცხადებს მიხეილ ბენიძე.
EMC-ის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე კი დარწმუნებულია, რომ მსგავს დეზინფორმაციას შეუძლია დიდი ზიანის მიყენება თითეულ მომხმარებელზე. მით უმეტეს მაშინ, როცა საზოგადოება სოციალურ ქსელს სულ უფრო აქტიურად და ყოველდღიურად იყენებს.
"მსგავსი საქმიანობა და ასეთი ორგანზიებული დეზინფორმაციული მუშაობა სერიოზულ საფრთხეს წამროადგენს დემოკრატიული ცხოვრებისთვის, რადგან ჩვენი საზოგდოება სულ უფორ მეტ იფორმაციას იღებს სწორედ სოციალური ქსელიდან და იყალიბებს წარმოდგენებს. ამიტომ მსგავს საქმიანობას სერიოზული საფრთხე შეუძლია მოიტანოს",-აღნიშნავს გურამ იმნაძე.
არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მტკიცებით, ყალბ ანგარიშებს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ხელისუფლება უფრო აქტიურად იყენებს, რაც ქვეყანაში დეკომკრატიულ პროცესებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ასევე მესამე სექტორი დარმწუნებულია, რომ მსგავსი ანგარიშები კიდევ არსებობს და ზოგადად მისი გამოაშკარავების პროცესი გაგრძელდებბა.
"ჩვენ ადრეც გვინახავს, როცა სოციალურ ქსელებში იყო გადაწყვეტილებები, როცა არაერთი გვერდის გაუქმების შესახებ გახდა ცნობილი. ეს არაა ბოლო და მომავლაში კიდევ მოგვიწევს შეგუება იმასთან, რომ კიდევ უამრავი გვერდი გაუქმდება. ხელისუფლებასთან ასოცირებული ჯგუფებს უფრო მეტი აქვთ ასეთი გვერდები სოციალიურ ქსელებში და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ისინი მეტად იყენებს ამ გვერდებს",-აცხადებს სულხან სალაძე.