ბარსელონას სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი აცხადებს, რომ ის კატალონიის ბარსელონაში დარჩება. ამის შესახებ არგენტინელმა GOAL.COM-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მესის თქმით, შეუძლებელია, რომელიმე კლუბმა ბარსელონას მოთხოვნა შეასრულოს და მასში 700 მილიონი ევრო გადაიხადოს.
"დარწმუნებული ვიყავი, რომ თავისუფლად წამოვიდოდი. პრეზიდენტი ამბობდა, რომ სეზონის ბოლოს თავად გადავწყვეტდი წავიდოდი თუ დავრჩებოდი. ახლა კი ამბობენ, რომ მე ეს 10 ივნისამდე არ მითქვამს. პანდემიის გამო, 10 ივნისს ლა ლიგაში ვიბრძოდით და წამოსვლაზე ვერაფერს ვიტყოდი", - განაცხადად მესიმ.
მესის თქმით, ის დარჩა, რადგან თავიდან აეცილებინა სასამართლო გარჩევები. არგენტინელი ფეხბურთელის განცხადებით, ბარსელონა არის კლუბი, რომელიც უყვარს და რომელმაც ყველაფერი მისცა. ამიტომ, მისი და კლუბის გზები სასამართლოში არ გადაიკვეთება.
6 ოქროს ბურთის გამარჯვებულმა ფეხბურთელმა კლუბის დატოვებაზე გადაწყვეტილება ბოლო წლების განმავლობაში კლუბში არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე მიიღო, რაც საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბაიერნთან" განადგურებით (2:8) დასრულდა.
34 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კატალონიურ გრანდში 20 წელი გაატარა და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.