logo
ENG



მესტიაში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გაგზავნეს

06 ივლ 202010:45
3 წუთის საკითხავი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მიმდებარედ გაჩენილ ხანძარს მეხანძრე მაშველები გვიან ღამემდე უშედეგოდ აქრობდნენ, პროცესი დღეს დილიდან გაგძელდება. ადგილზე 20 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, თუმცა რთული რელიეფის და ქარის გამო, ხანძარი ვერ ჩააქრეს. გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივების ცნობით ხანძარი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. 

„ამ ეტაპზე უკვე ჩართულია ვერტმფრენი, ხანძრის ლოკალიზაციაში ჩართულია საჰაერო ძალები. ადგილზე მობილიზებულია მესტიის, ჯვარისა და წალენჯიხის სამაშველო ბრიგადები, რომლებიც მთელიო ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ. ხანძრის ჩაქრობა დამოკიდებულია ვერტმფრენზე, რთული რელიეფის გამო“,-აცხადებს სამეგგრელო-ზემოსვანეთის გუყრებრანტორი ნინო ვიბლიანი

 

 


close დახურვა