logo
ENG



მესტიის მერია: მულხურა ჰესის მშენებლობის გამო ხმაური გარკვეული დრო გაგრძელდება

25 აგვ 202313:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/25/n8fu450o6emq6rd.jpg

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტში 45.0 მგვტ სიმძლავრის მულხურა ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც, ადგილზე დაზვერვითი ბურღვა-აფეთქებების გამო გამოწვეული ხმაური გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც საზოგადოება და მედია დაინტერესდნენ ადგილზე არსებული ვითარებით. კერძოდ, მესტიაში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ერთი კვირაა აფეთქებების ხმა ისმის და ამასთან დაკავშირებით არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ხდება ადგილზე.

მერიაში ამტკიცებენ, რომ დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები გაიმართა 20-21 ივლისს დაბა მესტიაში ლენჯერსა და ლატალში და "მოსახლეობა მაქსიმალურად იქნა ინფორმირებული აღნიშნული ჰესის მშენებლობის შესახებ".


close დახურვა