logo
ENG



მესტიისა და ლენჯერის გარდა, შესაძლოა, სვანეთში კარანტინი 21 აგვისტოდან მოიხსნას

18 აგვ 202023:00
3 წუთის საკითხავი
 
მესტიისა და ლენჯერის გარდა, შესაძლოა, სვანეთში კარანტინი 21 აგვისტოდან მოიხსნას

მესტიის მერიის ცნობით, 21 აგვისტოდან, შესაძლოა, სვანეთის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოიხსნას კარანტინი, მესტიისა და ლენჯერის გარდა. მათივე მონაცემებით, მუნიპალიტეტში გაკეთებული 3 509 პისიარ ტესტიდან, მხოლოდ 33 შემთხვევა დადასტურდა.

"მესტიასა და ლენჯერს შორის არსებული შეზღუდვები მოიხსნება და ფორმირდება, როგორც ერთიანი ჩაკეტილი სივრცე, რომლის შიგნითაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.

კორონავირუსის უკანასკნელი შემთხვევა ორი დღის წინ დადასტურდა, ამიტომ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება თერმოსკრინინგი და ჩაღრმავებული კვლევა, აღნიშნული ორი თემისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხი, სწორედ ამ პროცესის შემდეგ გამოვლენილ შედეგზეა დამოკიდებული", - წერია მერიის განცხადებაში. 

კორონავირუსის გავრცელების გამო 10 აგვისტოს დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში მკაცრი რეგულაციები დაწესდა.



close დახურვა