ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება სხვა დეტალებზე არ საუბრობს.