თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.
მათივე ცნობით, 14:35 საათიდან მეტროს პირველ ხაზზეც ძაბვის ვარდნის გამო, მუშაობა ზონალურად შეფერხდა და მატარებლები ახმეტელის თეატრიდან დიდუბის მეტროსადგურამდე მოძრაობდნენ.
"შეფერხების გამო, არცერთი მატარებელი გვირაბში არ გაჩერებულა და ყველა მგზავრმა მეტროსადგურები უსაფრთხოდ დატოვა.
ამ ეტაპზე, ძაბვის მიწოდება აღდგენილია და მეტროს ორივე ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს. 15:00 საათიდან თბილისის მეტროს ყველა სადგური გაიხსნა", - ნათქვამია განცხადებაში.