მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია. ფორმულას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, რომ მეტრო მგზავრებს ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ემსახურება.
"შეფერხება მეტროს ღია უბანზე ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი სამსახურის ჯგუფი და უახლოეს პერიოდში პირველი ხაზი მუშაობას განაახლებს", - ამბობენ კომპანიაში.
მათი თქმით, საბურთალოს ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.