თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს ვერ ემსახურება.
როგორც ფორმულას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, შეფერხების მიზეზი სამედიცინო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის სადგურებზე არსებული ხარვეზია.
"ტექნიკური ხარვეზია სამედიცინო და ტექნიკური უნივერსიტეტების სადგურების მონაკვეთზე. შესაბამისი ჯგუფი გასულია და როგორც კი ხარვეზი აღმოიფხვრება, მოძრაობა განახლდება. ჯერჯერობით, ზუსტი მიზეზი არ ვიცით", - ამბობენ სატრანსპორტო კომპანიაში.
მათივე ცნობით, მეტროს პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.