logo
ENG



მეუფე ანტონი: სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების წინააღმდეგი არ არის

18 მარ 202022:44
3 წუთის საკითხავი
 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ის მისი საკითხით ყოველთვის იყო დაინტერესებული. მისივე განცხადებით, მას გიორგი მამალაძე ორჯერ ჰყავს ციხეში ნანახი.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მეუფე ანტონი აცხადებს, რომ ის სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და საგამოძიებო უწყებებს ენდობა.

„მე დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული. ორჯერ მოვინახულე. ბოლო დროს, მას შემდეგ რაც სინოდმა ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატეთ, რომ ჩვენ სინოდი არ ვართ მისი შეწყალების წინააღმდეგი. საგამოძიებო მოქმედებებში ვერ ჩავერევი. მე ერთ პირობას ვიძლევი, სინოდის შემდეგ კვლავ ვეცდები, რომ მოვინახულო. ჩემი მინუსია იმის მერე რომ არ მინახავს და არ დავინტერესებულვარ, რადგან პრეზიდენტის აპარატს ვენდობი“, - განაცხადა მეუფე ანტონმა. 

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში რჩება. თუმცა მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადა. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.


close დახურვა