logo
ENG



მეუფე ანტონი მეუფე იაკობზე: არც იმის საფუძველი მაქვს, რომ ვენდო და არც იმისა, რომ არ ვენდო

31 ოქტ 201911:27
3 წუთის საკითხავი
 
82k9yksiq90ogr9.jpg

"მე არც იმის საფუძველი მაქვს, რომ ვენდო და არც იმის საფუძველი მაქვს რომ არ ვენდო,"-ეს განცხადება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოსთან გააკეთა, სადაც ამ წუთებში სინოდის წევრები იკრიბებიან. სხდომა ნახევარ საათში უნდა დაიწყოს, რომელზეც განხილვის მთავარი თემები მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება და დეკანოზ მამალაძის საკითხი იქნება. 

"სწორედ ამის გამო ვართ მოსულები, რომ გავერკვიოთ სიტუაციაში. იქნება კითხვები და პასუხები, რის შემდეგაც ვისმჯელებთ. მე არც იმის საფუძველი მაქვს, რომ ვენდო და არც იმისა საფუძველი მაქვს, რომ არ ვენდო. განკვეთა და მსგავსი კითხვები ამოიღეთ, არ არსებობს ასეთი რამ,"- აცხადებს მეუფე ანტონი. 

სხდომის დაწყებამდე სასულიერო პირების უმეტესობამ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა როგორც ერთ-ერთი მეუფე "ფორუმულასთან" საუბრისას აცხადებს, მეუფე იაკობს ენდობიან, მაგრამ სინოდს საჭირო მტკიცებულებები სჭირდება.

"მე მღვდელმთავარს ვენდობი ცალსახად და ვერ ვიტყვი, რომ ცრუობს, მაგრამ დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს, რა თქმა უნდა",- განაცხადა ერთ-ერთმა მეუფემ.

 


close დახურვა