რამდენიმე ათეული წელია, ეს მტანჯველი, რომელიც თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მართლმადიდებლების ხოცვით არის დაკავებული. მე არ ვიქნებოდი ასეთი მკაცრი, რომ არ მომესმინა რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, სადაც ის ლოცავს თავის როსგვარდიას, მის გენერალს, გადასცემს მას ე.წ. აგვისტოს ღვთისმშობელს. ვითომ აქ არაფერია ყურადსაღები, მაგრამ ყურადსაღებია, რომ ეს ხატი შეიქმნა გასული საუკუნის დასაწყისში, როგორც ევროპის დაპყრობის სიმბოლო, პირველი მსოფლიო ომის დროს, ეს მათ განახორციელეს მაგრამ ხატი ამისთვისაა... ესეც ერთგვარი მინიშნება იყო.
ესეც არ არის ისეთი აღმაშფოთებელი, რომ არა ის, რომ ისმენ პატრიარქისგან, საეკლესიო პირისგან, უბრალოდ სასულიერო პირისგან იმას, რომ რუსებიო ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავენ უკრაინაშიო. ერთხელ გავწყვიტეთ ფაშიზმი წელშიო და ახლაც მოვახერხებთო.
საოცარია და გამაოგნებელია ის გარემოება, რომ იმ ხალხის გარკვეული ნაწილი, ვინც იხოცება, მისი იურისდიქციის ქვეშ არის ან შეიძლება იყო, რადგან როგორც გითხარით ხშირი ურთიერთობა მაქვს უკრაინასთან. მე მივმართავ მას [რუსეთის პატრიარქს]: რა არის თქვენი ინტერესები, პატარა ბავშვების სიცოცხლის ხელყოფა? უსუსური ადამიანების ასე განადგურება? ეს არ არის ქრისტიანობა. ეს საშინელებაა.