logo
ENG



მეუფე ზენონი: ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპა

01 მაი 202403:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/01/4d5lt8unzkxj6k3.jpg

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ცოტა ხნის წინ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი მივიდა. 

მან ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა.

"მე მოვედი თქვენთან, როგორც საქართველოს მოქალაქე. მოვედი თქვენთან ჩემი სისხლის და ხორცის, საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელით, რომელიც აფხაზეთის ომის გმირია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენს წინაშე მოვედი როგორც მოქალაქე, მე არ განვეკუთვნები არანაირ პარტიას, მე მოვედი ჩემი სინდისით თქვენთან. [...] მე არ შემეძლო არ მოვსულიყავი თქვენთან და არ მეთქვა, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ სამშობლოსთვის. ერთმანეთს უნდა გადავცეთ მშვიდობა, მითუმეტეს ვნების შვიდეულში [...]

ჩემი მოწოდება არის ის, რომ მე მინდა გითხრათ ის, რომ თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა ვიყოთ ამ ქვეყნის მოქალაქე და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მოქალაქე ამ ქვეყნის და ვიცხოვროთ ჩვენი წინაპრების არჩევანით. ჩვენ ვართ ევროპა, ვიყავით, ვართ და ვიქნებით", - განაცხადა მეუფე ზენონმა.


close დახურვა