logo
ENG



მეუფე იაკობი: ევროპაში კი არა, სახლებში არ ვართ შესაშვები, ისე ვიქცევით

28 მაი 202013:33
3 წუთის საკითხავი
 
mukiuv6ntv53qo2.jpg

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

როგორც მეუფე იაკობმა ქადაგებისას აღნიშნა, ეკლესიას და ქვეყნის დასავლური და ევროატლანტიკური მიმართულება აქვს არჩეული.

"მეუფე ანტონს ყველა იცნობს. რომელმა არანორმალურმა უნდა თქვას, რომ რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა. უბრალოდ იმან თქვა, რომ როგორც ჩვენ ვიქცევით, სირცხვილია ასე შესვლა ევროპაში. ევროპაში კი არა სახლებში არ ვართ შესასვლელები ისე ვიქცევით. პატრიარქმაც და სინოდმაც განაცხადა დასავლური კურსი, ბევრს ნუღარ ვლაპარაკობთ. ქართულ ეკლესიაზე დგას ჩვენი ქვეყანა 2000 წელია, ეკლესიას ქვეყნისთვის არ უღალატია და ვის ინტერესებში შედის ეკლესიაზე შეტევა და ვინ აკეთებს რუსეთის საქმეს, კარგად ჩანს", - განაცხადა სასულიერო პირმა. 


close დახურვა