"სჯობს ისა დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს", - ასე უპასუხა მეუფე იაკობმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს არ დაიცავენ, "საქართველოში კუბოებს ვეღარ დავითვლით".
როგორც მეუფემ აღნიშნა, ქვეყანაში იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე ამ დრომდე ოფიციალურად არის დაფიქსირებული.
„მე ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს მან ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს. ეკლესიაზე გინდა საუბარი ახლა მხოლოდ? ის რაოდენობა არ გვაქვს, რაც რეალურად არის, ექიმებს ჰკითხეთ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, გუშინ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველო დიდი საშიშროების წინაშეა და მრევლს მოუწოდა, ეკლესიაში არ მივიდეს.