logo
ENG



მეუფე იაკობი ეკლესიისთვის ტყეების გადაცემაზე: თუ კანონი არ მოგწონთ, ვინც მიიღო იმას მოჰკითხეთ

28 მაი 202013:32
3 წუთის საკითხავი
 
12sgho4bxssujsl.jpg

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ტყის კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომელიც საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემას ითვალისწინებს, საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ პროტესტს უპასუხა.

როგორც მან აღნიშნა, იმ ფონზე, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ხდებოდა მიწების გადაცემა და ამას პროტესტი არ გამოუწვევია, მისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს ეკლესიას ტყეების ფლობის უფლება.

ამასთან, მეუფე იაკობმა ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ როდესაც ის ხე-ტყის მიმართულებას კურირებდა, უამრავი ტერიტორია გაასხვისა.

„მიწებზე რომ ატყდა ერთი ამბავი, ტყეების გადაცემაზე. მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა ჩადით ბორჯომში მანახეთ თუ არის დარჩენილი ის პირველადი ტყეები. ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი აღარ დატოვეს. მარტო რუსებმა დაწვეს? უარესები მაგან გააკეთა პირადად. ეგ ლობირებდა ყველაფერს. როდესაც ჩინელებს ტყეები 49 წლით გადასცეს, პროტესტის გრძნობა გქონდათ რამე? რა ნახეთ რა მოიგო საქართველომ? ეს ფული ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა ხომ? ძველად იყო შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს, სააკაშვილის დროს ბატონი მერაბიშვილი. პასუხი ვისზეც გაქვთ მოსათხოვი, იმას მოსთხოვეთ. ეკლესიამ ვის რა მიჰყიდა თავისი? თუ შეიძლება რომ ვიღაც უცხოეთიდან ჩამოსულს მიყიდო, შაჰ-აბასის შვილთაშვილებს რომ მიყიდეს, რატომ არ შეიძლება რომ ეკლესიას ჰქონდეს და როცა საჭირო იქნება, მზად ვართ ჩვენ ყოველთვის, სახელმწიფოს და ხალხს დავუბრუნოთ. რა პრობლემას გიქმნით ეს? კანონი კანონია, თუ არ მოგწონთ, ვინც მიიღო იმას მოჰკითხეთ. ჩვენ კანონს აღვასრულებთ ამ შემთხვევაში“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.


close დახურვა