2013 წლის 17 მაისის ძალადობრივი დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორი მეუფე იაკობი ღირსების მარშის მონაწილეების მისამართით კვლავ იმუქრება.
"მე თუ იქ ვიდექი, ნახავთ, რასაც ვაპირებ", - პასუხობს ის კითხვაზე, რას აპირებს.
"თუ მოვიდნენ, არ დაიძაბება?! მე თუ იქ ვიდექი, ნახავთ, რასაც ვაპირებ. ძალადობა და ტერორიზმი არის მაგათი მხრიდან, ლგბტ-ები და მაგათი მომხრეები არიან ჩვეულებრივი ტერორისტები, ფსიქოლოგიური ტერორია მაგათი მხრიდან", - ამბობს მეუფე იაკობი.
რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს აქვთ დაკავებული. მათ ცოტა ხნის წინ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაარბიეს.