logo
ENG



მეუფე იაკობი პოლიტიკურ კრიზისზე: თუ ასე გააგრძელებენ, მერე ვნახოთ, როგორ ჩავერევით

27 იან 202114:22
3 წუთის საკითხავი
 

ბოდბელი ეპისკოპისი იაკობი პოლიტიკურ კრიზისზე ამბობს, რომ პოლიტიკოსებს ქუჩაში ხალხი ვერ გამოყავთ, ეკლესიას კი, თუ ეს დასჭირდება, ბევრი ხალხის გამოყვანა შეეძლება. 

მიტროპოლიტმა იაკობმა თქვა, რომ "თუ ასე გაგრძელდება იწილო-ბიწილო". საქმეში ეკლესია ჩაერევა. 

ქუჩაში ძალაა არაა, ხო ხედავენ, ხალხი ვერ გამოყავთ, წარმოიდგინეთ, ეკლესიას რომ დასჭირდეს და ხალხს დაუძახოს, მასე ცოტა ხალხი გამოვა? რო ვთხოვო ხალხს, რამდენჯერ მეტი გამოვა ნახეთ... თუ ასე გაგრძელდა, მერე ვნახოთ, როგორ ჩავერევით. ასე თუ იქნება, დაღუპავენ ქვეყანას ამ იწილო-ბიწილოში". - თქვა მან. 


close დახურვა